ახალი ამბები
საქართველოში ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია
FaceBook
,,ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს,'' - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდკლინიკებს ბოლო კვირის განმავლობაში საწოლები დაემატა, თუმცა საწოლფონდის მხრივ ჰოსპიტალური სექტორი უკვე მაქსიმუმის ზღვარზეა.   

,,ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით",
– განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4 471 პირი და გარდაიცვალა კიდევ 58 ადამიანი.
ასევე, ბოლო 24  საათში სულ 49 468 ტესტი ჩატარდა.

19 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა, ხოლო კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.
Print