ახალი ამბები
ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალი 10 დეკემბერს თბილისში გაიმართება
FaceBook
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში მესამე ეტაპის შესარჩევი შეხვედრა გაიმართა.

ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ხონის და სოფელი ნამაშევის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი ცხრა გუნდის წევრებმა კონკურსის მესამე ეტაპის შესარჩევი ინტერვიუები გაიარეს.

გუნდებმა, კონკურსის კომისიის წინაშე წარადგინეს ინოვაციური პროექტები და გამოგონებები.

„წარმოდგენილი გვაქვს გამოგონება კიბერ ტექნოლოგიების კუთხით, რომელსაც Vision ქვია. იგი Page Reader ის მეშვეობით ანათებს წიგნის გვერდს და იძლევა წიგნის წაკიხვის საშუალებას. ამ მოწყოილობის მეშვეობით  ჩვენ გვსურს კითხვის მოტივაციის გაზრდა ახალგაზრდებში“, - აღნიშნავს ფოთის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლე, კონკურსის მოანწილე ანა სულუხია.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშრომლობით.

„საქართველოში ეს კონკურსი მეორედ ხორციელდება და მისი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიების მიმართ ახლგაზრდებში ინტერესის გაღრმავება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში“, - ამბობს პროგრამის კოორდინატორი ანა ბერძენაძე.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში წელს, ჯამში, 65 პროექტი იღებდა მონაწილეობას, ხოლო მეორე ეტაპზე 36 პროექტი გადავიდა. ნახევარფინალი 10 დეკემბერს თბილისში გაიმართება.

ინტერვიუების შედეგად, კომისიის წევრები, შეარჩევენ მესამე ეტაპზე გასულ გუნდებს, რომლებიც 2016 წლის თებერვალში მონაწილეობას მიიღებენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში, სადაც გამოვლინდებიან პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.

შედეგად, გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში.

Print