ახალი ამბები
,,კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების 95% აუცრელია'' - ეკატერინე ტიკარაძე
FaceBook
კლინიკაში მოხვედრილი ადამიანების 95% აუცრელია - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით,  კვლევით დადგინდა,  რომ კლინიკაში მყოფი პაციენტების უმეტესი ნაწილი აუცრელია.


"დავადგინეთ პროცენტული წილი ჰოსპიტალში მოხვედრილი იმ პაციენტებისა, რომლებიც უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილები. ერთჯერადად აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინკიკაში მოხვედრილია 2,85%, ხოლო ორჯერადად აცრილებში  2,13%. 95% იმ ადამიანებისა, რომლებიც კლინკაში არიან მოხვედრილნი, არცერთი დოზით და არცერთი ვაქცინით არ არიან აცრილნი.ეს კიდევ ერთხელ უზვამს ხაზს, რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინაცია" - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრის თქმით, არც ერთი პაციენტი, რომელსაც სტაციონარში მკურნალობა სჭირდება, დღემდე, ჰოსპიტალიზაციის გარეშე არ დარჩენილა თუმცა,  საწოლფონდის თვალსაზრისით, მდგომარეობა საკმაოდ რთულია.

"საწოლფონდი სრულად გაჯერებულია პაციენტებით, თუმცა,  ჩვენ გამოვიყენებთ არაერთ მეთოდს, რისი საშუალებითაც პაციენტების ნაკადებს აქტიურად ვმართავთ ჰოსპიტალურ სექტორში. დღემდე არც ერთი პაციენტი ჰოსპიტალში განთავსების გარეშე არ დარჩენილა, ვგულისხმობ იმ პაციენტებს, რომელთაც სტაციონარში მკურნალობა ესაჭიროებათ. დღეს გვაქვს 52 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევა და ამ შემთხვევების ძირითადი ნაწილი იმართება ოჯახის ექიმების მიერ ბინაზე. 3 500-მდე ადამიანი არის კოვიდ სასტუმროებში, ხოლო დანარჩენები მკურნალობას გადიან ჰოსპიტლებში. ჰოსპიტლებში პაციენტების მდგომარეობაც არის საყურადღებო, ვინაიდან, 1500 პაციენზე მეტი მკურნალობს ინტენსიურ, ხოლო 500 პაციენტი  რეანიმაციულ განყოფილებაში,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

დღეს, საქართველოში, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ19-ის 6 208 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print