ახალი ამბები
ქუთაისში, კლინიკის მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა
FaceBook
ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში კოვიდგანყოფილების მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა.
მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 

"ორი დღის შემოსული იყო პაციენტი, მიზეზი უცნობია რატომ გადახტა'',-  ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი გოგიტა ბაბუნაშვილი. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
Print