ახალი ამბები
ქუთაისში შოთა მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს
FaceBook
ქუთაისში აქცია გამართეს არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წევრებმა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე, ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას სახელობის ორმო გახსნეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებენ ქალაქის ინფრასტრუქტურულ მდგომარებას და ქუთაისის თვითმმართველობას გააქტიურებისაკენ მოუწოდებენ.

"ჩვენმა ორგანიზაციამ დღეს გაკეთებული პერფორმანსით ქალაქის თვითმმართველობას დაანახა, რომ ეს არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი, სადაც არის უზარმაზარი ორმო. ეს ორმო არ არის ერთადერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა, რომელიც ჩვენს ქალაქს აწუხებს. ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქალაქის მთავრობას სძინავს," -ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" წევრი ლაშა საბაშვილი.

თეონა წითაძე
Print