ახალი ამბები
167 880 ლარი პერსონალური როიალისთვის - მერია ტენდერს აცხადებს
FaceBook
ქუთაისის მერია პროფესიონალური როიალის შესყიდვისთვის 167 880 ლარის ღირებულების ტენდერს  (NAT210015373) აცხადებს.
Წინადადების მიღება 20 აგვისტოდან იწყება და 23 აგვისტომდე გაგრძელდება.

Მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქს არ გააჩნია პროფესიონალური როიალი.

ქუთაისში როიალი ბოლოს 30 წლის წინ შეიძინეს. ამიტომ ქალაქის კულტურული წრეები როიალის შესყიდვის საკითხს წლების განმავლობაში თხოვდნენ თვითმმართველობას. Როიალის უქონლობა აფერხებდა პროფესიონალი შემსრულებელების მოწვევას, ეს ფაქტი გარკვეული შემაფერხებელი იყო ადგილობრივი შემსრულებლების პროფესიული განვითარებისთვისაც.

თუმცა Მათივე ინფორმაციით Როიალის შესყიდვის გადაწყვეტილება იმ ევროპის საბჭოს ყოველწლიური ტურისტული მარშრუტების საკონსულტაციო ფორუმმა დააჩქარა, რომელიც ქუთაისში სექტემბრის თვეში უნდა გაიმართოს.

"მივიღეთ გადაწყვეტილება რომ აღნიშნული ფორუმის დახურვის ღონისძიებისთვის შეგვეძინა როიალი.
ფორუმის დახურვაში Მონაწილეობას   ქუათაისის სიმფონიური ორკესტრი მიიღებს, ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსები და ასევე პიანისტი ელისო ბოლქვაძე. ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ქალაქს ჰქონოდა პროფესიონალური როიალი. Როგორც შემდგარი მუსიკოსების, ასევე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის, რომელთაც სჭირდებათ გამართული ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ისინი განვითარდნენ საკუთარ პროფესიულ კარიერაში", - აღნიშნავს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პეტრე ადამაძე.

პანდემიური კონტექსტისა და მძიმე ეპიდსიტუაციის მიუხედავად მერიაში მიაჩნიათ, რომ პროფესიონალური როიალის შეძენა მომავალი თაობების მუსიკალურ აღზრდაზეა გათვლილი.

"ქალაქს, რომელსაც აქვს დიდი მუსიკალური ტრადიცია და არის ფალიაშვილისა და ბალანჩივაძეების მშობლიური ქალაქი უნდა ჰქონდეს პროფესიონალური როიალი. იმიტომ რომ Ამ ქალაქში ისევ უნდა გაიზარდოს პროფესიონალი მუსიკოსები. თუ მათ არ ექნებათ დახმარება და მხარდაჭერა განვითარებითვის, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ ქალაქში გვყავდეს წარმატებული პროფესიონალები ჩვენი პრიორიტეტია ხელი შევუწყოთ პროფესიონალი კადრების გაზრდას ქუთაისში",
- აღნიშნავს პეტრე ადამაძე.

მერიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი როიალის შესყიდვა-ჩამოტანა ფორუმის დახურვას ვერ მოესწრება, ფორუმის დახურვის ცერემონიალის მუსიკალურ ნაწილისთვის ოზურგეთის თეატრიდან დროებით ჩამოიტანენ პროფესიონალურ როიალს.




Print