ახალი ამბები
31 წლის ფეხმძიმეს კოვიდგართულების გამო ნაყოფი დაეღუპა
FaceBook
31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა.
ქალის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მას საკეისრო კვეთას ვერ უტარებენ და ვერც თბილისში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, სარისკოა როგორც ქირურგიული ჩარევა, ასევე პაციენტის ტრანსპორტირება.

30 კვირის ფეხმძიმე "ბომონდში" ორი დღის წინ მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.


პაციენტის კლინიკა ,,ბომონდში'' შეყვანამდე ბათუმის საავადმყოფოში მკურნალობდა, სავადმყოფოდან კი სახლში ხელწერილის საფუძველზე გაეწერა.

კლინიკა ,,ბომონდში'' განმარტავენ , რომ 30 კვირის ფეხმძიმის სნაყოფის გადარჩენისთვის ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს.

"პაციენტი 30 კვირის ორსული იყო, მესამე შვილს ელოდებოდა. სახლში იმყოფებოდა მაღალი, 39-40 გრადუსი ტემპერატურით, გადაიყვანეს ბათუმის კლინიკაში, საიდანაც ისევ სახლში ხელწერილით წავიდა. სახლში დამძიმდა მდგომარეობა და სასწრაფომ გადაიყვანა "ბომონდში". მეუღელს შესთავაზეს გადაყვანა თბილისში და კლინიკაც მოუძებნეს, თუმცა თვითონ ქმარმა თქვა უარი.

ნაყოფი დაიღუპა კორონავირუსით გამოწვეული გართულების გამო და ქალის დაღუპვის საფრთხეც იყო. კლინიკის მთელი გუნდი 24-საათიან რეჟიმში იყო ჩართული მისი მდგომარეობის დასტაბილურების საქმეში", - აცხადებენ კლინიკაში.

„ბომონდი“-ს კოვიდცენტრი ერთადერთი კლინიკაა დასავლეთ საქართველოში, რომელიც კოვიდიან ან კოვიდზე საეჭვო ორსულებს იღებს და მკურნალობს.

Print