ახალი ამბები
საქართველოში სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან, მხოლოდ 207 დაინფიცირდა კორონავირუსით
FaceBook
საქართველოში ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, რა კვლევასაც ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC აქვეყნებს, ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიცოცხლისათვის საშიში გართულებების რისკს.

კვლევის თანახმად ქვეყნის მასშტაბით სრულად ვაქცინირებულ 106 084 პირთაგან მხოლოდ 207 (0.19%) დაინფიცირდა კორონავირუსით.

ინფიცირებულთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა.

207 ინფიცირებულ პირთაგან მხოლოდ 8-ს (4%) დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია.

11 აგვისტოს მონაცემით საქართველოში დღიურად აცრილია - 23935 ადამიანი.

11 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 688 940 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 210 776 ადამიანი.


Print