ახალი ამბები
ქუთაისში ახალი ავტობუსები დაზიანდა
FaceBook
ქუთაისში, ახალი მუნიციპალური ავტობუსები რამდენიმე თვეში მწყობრიდან გამოვიდა.

#10 და  #19 ხაზზე ტრანსპორტი დღის განმავლობაში შემცირებული რაოდენობით დადის, რის გამოც, მძღოლებს ინტერვალის გაზრდა მოუწიათ.  ხანგრძლივი ლოდინის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგზავრები და მერიას პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

"სამი ავტობუსი დადიოდა 10 ნომერზე. ამხელა უბანს ისედაც არ ჰყოფნიდა ავტობუსები და ნახევარი საათი გვიწევდა ლოდინი. ახლა ერთი გაფუჭებულა და მხოლოდ ორი დადის. აზრს კარგავს გაჩერებაზე ლოდინი და იძულებულები ვართ ისევ მიკროავტობუსს დაველოდოთ. რისთვის შემოიყვანეს ეს ავტობუსები და რისთვის დაიდეს ვალები, გაუგებარია"
, - ამბობს ბესო ჩაგანავა.

ქუთაისის მერიაში მოგვატყუეს და გვითხრეს, რომ არც ერთი ავტობუსი დაზიანებული არაა და ტრანსპორტის რაოდენობა მგზავრთა ნაკადის ნაკლებობის გამო შეამცირეს.

"ქუთაისის მუნიციპალურ ავტოპარკს ამ ეტაპზე დაზიანებული ავტობუსი არ ჰყავს. მწარმოებელი კომპანიის მიერ მიმდინარეობს ავტობუსების გეგმიური ტექდათვალიერება, რომელსაც მორიგეობით გაივლის ყველა ავტობუსი. იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულია და მგზავრთა ნაკადი შემცირებულია, ზოგიერთ სვლა-გეზზე შემცირდა ავტობუსების რაოდენობაც. მაგალითად, #10 -ზე დადიოდა 3 ავტობუსი, ახლა დადის 2. სექტემბრიდან, კვლავ ყველა ავტობუსი იმუშავებს არსებულ სვლა-გეზებზე", - გვითხრა შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა, გიორგი გიორგობიანმა.

სხვას ამბობენ მძღოლები. #10 ხაზზე დასაქმებულმა მძღოლმა გვითხრა, რომ ავტობუსი დაზიანებულია და ამის გამო შემცირდა მათი რაოდენობა.  

Print