ახალი ამბები
მანდატურის სამსახურის უფროსმა 14 ორგანიზაციას მადლობის სიგელები გადასცა
FaceBook
მანდატურის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მეიფარიანმა, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის ფარგლებში,
სკოლის მოსწავლეებისთვის განხორციელებულ გაფართოებულ შეხვედრებსა და ექსკურსიებში, ჩართული ორგანიზაციებს დღეს მადლობის სიგელები გადასცა.

სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისი, რადიო "ძველი ქალიქი", ტელეკომპანია "რიონი", იმერეთის საინფორმაციო ცენტრი " ნატოსა და ევროკავშირის შესახებ", სამტრედიის მაგისტრი სასამართლო, ნიკო ნიკოლაძის სახლმუზეუმი, ხონის სამხატვრო სკოლა, შპს "ჩემი ოჯახის კლინიკა", საბრძოლო დიდების მუზეუმი, ხონის ისტორიის მუზეუმი, "ლიბერთი ბანკის" ხონის ფიალიალი, ხონის სამოქალაქო რეესტრი, ხონის საკრებულო და პრობაციის სამსახურის ხონის ოფისი - ეს ის ორგანიზაციები და დაწესებულებებია, რომლებსაც ხონის მინიციპალიტეტში დღეს მეიფარიანის მიერ მადლობის სიეგელბი გადაეცათ.

პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგვმის პროგრამის პილოტირებას სსიპ მანდატურის სამსახური 2013 წლის ნოემბრიდან ახორციელებს.

2015-2016 სასწავლო წელს, საპილოტე პროგრამაში ჩართულია 944 საჯარო სკოლა და პროგრამა ყველა საპილოტე სკოლის მე-9 და მე-11 კლასებში ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში, საპილოტე სკოლის მოსწავლეებს უტარდებათ პროფორიერნტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები. ასევე, სკოლები მასწავლებელთან და პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით, მოსწავლეებისთვის გეგმავენ ექსკურსიებს სასწავლო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში და გაფართოებულ შეხვედრებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან.

ხონის მუნიციპალიტეტში, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა 2014-2015 სასწავლო წელს 5 საჯარო სკოლაში ხორცილდებოდა. 2015-2016 სასწავლო წლისთვის მათი რიცხვი გაორმაგდა და პროგრამაში ხონის მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა ჩაერთო, მათ შორის 4 ქალაქის და 6 სოფლის საჯარო სკოლები.


Print