ახალი ამბები
ქუთაისში 28 წლის ორსული კორონავირუსით გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" კორონავირუსით ორსული გარდაიცვალა.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოსვლისთანავე მძიმე იყო. მას ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

28 კვირის ორსული თავიდან მკურნალობას სახლში გადიოდა და კლინიკაში მდგომარეობის გამწვავების შემდეგ 30 ივლისს გადაიყვანეს.

კლინიკაში ათდღიანი მკურნალობის მიუხედავად გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იმერეთში დღეს, 10 აგვისტოს ვირუსით ინფიცირების მაღალი ამჩვენებლი დაფიქსირდა -  649 ახალი შემთხვევა.
Print
თეგები: #ვირუსი