ახალი ამბები
"შემოსავლები მცირდება, არ მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები"
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  ქუთაისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი გიგა შუშანია ქალაქის ბიუჯეტის მოსალოდნელ სეკვესტრზე (შემცირებაზე) საუბრობს.
"ქუთაისის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში გვეუბნება იმას, რომ ქალაქის ეკონომიკა არის მკვდარი, რადგან საკუთარი შემოსავლების დიდი ნაწილი შეუსრულებელია და ქუთაისის ბიუჯეტი დღეს დგას ჯარიმებზე.  ბიუჯეტი ასევე დგას საგარეო ვალზე, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლებიდან იღებენ. სამწუხაროდ, "ქართულ ოცნებას" არ უნდა ამ ხარჯების შემცირება. არ შემცირებულა ადმინისტრაციული ხარჯები,  არ შეამცირეს არაფერი რადგან არჩევნები აქვთ კარზე მომდგარი. შემოსავლები მცირდება, არ მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები", -  განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ის  ასევე, გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც მან დაანონსა საჯარო მოხელეებისთვის  და ქალაქის მერებისთვის ხელფასის  გაზრდა. 

"დღეს თურმე მთავარი პრობლემა  მერების დაბალი ხელფასი ყოფილა.  ისეა აქვთ ქამრები "შემოჭერილი", რომ მათ ეს ვიზუალურადაც ეტყობა".

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროს დავით ნიშნიანიძე გიგა შუშანიას ბრალდებებს უარყოფს 

,,ვერ დავეთანხმები გიგას, 2019 წელს 0,2% გადაჭარბებით შესრულდა გეგმა, 2020 წელს შესრულება იყო ზუსტად 100%, 2021 წლის 6 თვის ანგარიში გვაქვს წარდგენილი,2022 წლის მარტში კი წლიურ მონაცემებს წარვადგენთ''-, განმარტა დავით ნიშნიანიძემ.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის, დავით ნიშნიანიძის თქმით, სეკვესტრი ბიუჯეტს არ ემუქრება.

,,არანაირი სეკვესტრი არ იგეგმება, ბიუჯეტს შევასრულებთ დაგეგმილის შესაბამისად'',  - განმარტავს ნიშნიანიძე.



Print