ახალი ამბები
"ამ ქალაქში ყველანი მოწყალებას ვითხოვთ" - გოგი წულაიას პერფორმანსი
FaceBook
"ახალი ქრისტიან დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია პრემიერ-მინისტრის განცხადებას პერფორმანსით გამოეხმაურა.
მან სიმბოლურად მერიის შენობასთან მოწყალების მთხოვნელები მიიყვანა.

"ამით მინდა გამოვეხმარო ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას. მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს მივმართავ. ისინი სხვა ადგილას კი არა, მერიასთან უნდა დასხდნენ და აქ უნდა ითხოვონ მოწყალება, რადგან როგორც ღარიბაშვილი შეჰპირდა ჩინოვნიკებს  ხელფასებს გაუზრდიან და ამ ადამიანებზეც გაიღებენ,  ალბათ, მოწყალებას. ისე, ამ ქალაქში ყველანი მოწყალებას ვითხოვთ", - განაცხადა გოგი წუალაიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინოვნიკები მოწყალების მთხოვნელების წილშიც არიან. 

ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აგვისტოს  დაანონსა, რომ იგეგმება საჯარო მოხელეების და ქალაქის მერების ხელფასის გაზრდა, რადგან,  მისი თქმით, წარმოუდგენელია ქალაქს 2 000 ლარად ემსახურო.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს ხელფასების მომატებით გაეზრდებათ მოტივაცია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ჩატარდება.



Print