ახალი ამბები
კოვიდშეზღუდვებს კონტროლს შრომის ინსპექცია გაუწევს
FaceBook
კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების კონტროლის გამკაცრებასთან ერთად, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს,
- ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება, ღონისძიებებთან დაკავშირებული აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება.

შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების საპასუხოდ, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს. ინსპექტორთა ჯგუფები დაწესებული შეზღუდვების აღსრულებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ზედამხედველ უწყებებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ. ოპერირება ყველა რეგიონულ ცენტრში განხორციელდება. სექტორული რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, ძირითადი აქცენტი აკრძალული ღონისძიებების ორგანიზებაზე გაკეთდება.

დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება. ფიზიკურ პირს 2 000 ლარიანი, ხოლო იურიდიულ პირს 10 000 ლარის ოდენობის სანქცია დაეკისრება. დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.

შეზღუდვების კონტროლის გამკაცრების ინიციატივა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს ეკუთვნის. ამ დროისთვის მოქმედი რეგულაციების მიხედვით, აკრძალულია სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები
“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოვიდ 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების კონტროლის გამკაცრებასთან ერთად, შრომის ინსპექციის სამსახური ზედამხედველობას აძლიერებს


Print