ახალი ამბები
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება
FaceBook
საკანონმდებლო ორგანომ მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა დაამტკიცოს.

სახალხო განხილვა დღეიდან იწყება. ​კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის გამო, პროცესი დისტანციურად გაიმართება. სხდომის ნახვა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იქნება შესაძლებელი.

ცვლილებები  საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

განხილვაში მონაწილეობის მიღება მოქალაქეებს შეკითხვების გაგზავნის გზით შეეძლებათ. პროცესს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიციაც.
Print