ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 202 მილიონზე მეტია
FaceBook
პლათფორმა worldometers ის თანახმად მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 202 მილიონს გადააჭარბა.

ამავე პლათფორმის მიხედვით კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 182 მილიონს უახლოვდება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 16.2 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 36.4 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.8 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.
Print