ახალი ამბები
ქუთაისში ე.წ. კიკვიძის სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება
FaceBook
ქუთაისში, ირ. აბაშიძისა და ზ. გამსახურდიას გამზირებს შორის მდებარე  ე.წ.კიკვიძის სკვერისა და შადრევნის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს.

ტენდერის ღირებულება 16`000 ლარს შეადგენს.

მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.


ე.წ. კიკვიძის სკვერში ისევ რჩება საბჭოთა პერიოდის წარმომადგენლის, საბჭოთა რეჟიმის მიერ გმირად აღიარებული ვასილ კიკვიძის ძეგლი. მიუხედავად იმისა, რომ მისი აღების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს ქუთაისის მერიას ძეგლის აღება დღის წესრიგში ამ დრომდე არ დამდგარა. 


Print