ახალი ამბები
რიკოთის უღელტეხილი სამი საათით ორმხრივად დაიკეტება
FaceBook
რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, გზა ორივე მიმართულებით ჩაიკეტება.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროის განმავლობაში, უღელტეხილზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება.გადაადგილება შესაძლებელი იქნება გომი საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით.
Print