ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრში 2014-2015 წლის შედეგები გამოფინეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრში, 2014-2015 წლებში ქალაქში განხორციელებული პროექტებისა და სამუშაოების ამსახველი ბანერი გამოფინეს.

როგორც ბანერზეა აღნიშნული, ბოლო 2 წელში ქუთაისში 190 ეზო ბეტონის საფარით მოპირკეთდა, განხორციელდა 153 ქუჩის კეთილმოწყობა, მოპირკეთდა 71 მისასვლელი გზა, 90 ოჯახს სახლის ახალი სახურავი გაუკეთდა და მიმდინარეობს წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

ბანერზე ასევე, აღნიშნულია, რომ 2014-2015 წლებში მოწესრიგდა ნიკეას ნაგავსაყრელი, მოეწყო 24 სიჩქარის მარეგულირებელი კუნძული, ასევე, რეაბლიტაცა ჩაუტარდა საფიჩხიის შემოსასვლელს, თამარ მეფისა და გელათის ქუჩებს.



Print