ახალი ამბები
ზაქარია ფალიაშვილის დაბადების დღე ვირტუალურ სივრცეში აღინიშნება
FaceBook
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150-ე იუბილე, 3 აგვისტოს, ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის მეორიალური სახლ-მუზეუმი ონლაინ აღინიშნება.

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის წარმომადგენლების ინფორმაციით, აქტივობის სლოგანია "მემორიალობა მემორირებული პირის პატივგებისა და კულტურათაშორისი ვირტუალური დიალოგის სივრცე".

„თანამედროვე მემორიალური მუზეუმების მისიაა მემორირებული პირის პოპულარიზაცია და საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის დამყარება. თანამედროვე ტექნოლოგიებით, საკომუნიკაციო სტრატეგიებით საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განმტკიცება, სხვადასხვა იდეოლოგიის, რწმენისა და წარმომავლობის საზოგადოებასთან კულტურული გაცვლებისა და საერთო პრობლემების შესახებ კონსტრუქტიული დიალოგების გამართვა“
, - აღნიშნავენ მუზეუმში.

კოვიდპანდემიის გამო 3 აგვისტოს აქტივობა სრულად სოციალურ ქსელში მომზადდა.

იუბილე აღინიშნება UNESCO-ს მხარდაჭერით.


Print