ახალი ამბები
"რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე
FaceBook
3 აგვისტოს,  საქართველოში, ბოლო პერიოდში, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

"კოვიდ 19"  4 827 ადამიანს დაუდასტურდა. შემთხვევების სწრაფი ტემპით ზრდის მიუხედავად, ხელისუფლება დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ აპირებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, მთავრობის ერთადერთი ბერკეტი არსებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგია.

"დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების მექანიზმისა და მონიტორინგის გამკაცრებაზე. ჩვენთვის მთავარი ბერკეტი არის მონიტორინგი. ჯერჯერობით, იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ არის დაგეგმილი. მთავარია, აღსრულდეს ის, რაც მოქმედია. მკაცრი რეკომენდაციაა, დავუბრუნდეთ ყველანი პირბადის გამოყენებას. რაც უნდ სანქციები დაწესდეს, თუ თავად მოქალაქემ არ მიიღო გადაწყვეტილება მათ შესრულებაზე, ეს არის ფორმალობა",
- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ასევე ისაუბრა ვაქცინაციის ტემპსა და საწოლფონდზე. მისი თქმით, აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელია 15 000, თუმცა, მიზანია დღეში 25 000-მდე ადამიანის აცრა. ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 6 959 საწოლი.


Print