ახალი ამბები
„ერთმორწმუნის იარაღი“ - მოძრავი გამოფენა ქუთაისში
FaceBook
"რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე" ამ სახელწოდების მოძრავ გამოფენას ქუთაისმა უმასპინძლა.

კამპანია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა და ოკუპაციის 100 წელს მიეძღვნა.

იგი 4 ივლისს დედა ენის ბაღში დაიწყო და უკვე სამი ქალაქი მოიცვა.

ღონისძიებაზე, კონკურსში მონაწილე 130 ნამუშევრიდან, 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი წარმოადგინეს.




"ერთმორწმუნის იარაღი" ასე ქვია მხატვარ ლია უკლებას ნამუშევარს, რომელიც სხვა 19 პოსტერთან ერთად გამოფენილი იყო ქუთაისის ცენტრალურ ბაღში.  

ფონი - წითელი, იარაღი - კალაშნიკოვი, ჯვარი - რუსული ასეთია ერთმორწმუნის იარაღი საქართველოში. ასეთ ძალადობრივ ურთიერთობას თავაზობს რუსეთი საქართველოს 1921 წლიდან დღემდე.

„ვეცადე მკაფიო და მარტივი ყოფილიყო აზრობრივად. ისეთივე ადვილი გასაგები როგორც ის, რომ რუსეთი მტერია და დამპყრობელი ერთმოწმუნეობის შირმით“, -აღნიშნა მხატვარმა.


ფოტო: დათო ლიკლიკაძე



Print