ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 654 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
FaceBook
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 654 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 422 188-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 31 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.34 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.57 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 319 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 384 712-მდე.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 853 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 654 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 196 შემთხვევა, აჭარა - 443, იმერეთი - 322, ქვემო ქართლი - 111, შიდა ქართლი - 95, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163, კახეთი - 157, მცხეთა-მთიანეთი -51, სამცხე-ჯავახეთი - 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.


Print