ახალი ამბები
„პრიორიტეტულია ორი ჯგუფი“ - ვისთვის შეიძლება გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო
FaceBook
სავალდებულო ვაქცინაციის საკითხზე იმსჯელეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში ჩატარდა.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ "რუსთავი2-ის" ეთერში გამოყო ორი ჯგუფი, რომელთა სავალდებულო ვაქცინაციაც პრიორიტეტულია.

„ესენია პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, მათთვის უნდა იყოს სავალდებულო ვაქცინაცია. ასევე კარგი იქნება თუ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება განათლების სექტორში და მასწავლებლები", - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

იქნება თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. თუმცა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში თუ მიღებული იქნება მსგავსი გადაწყვეტილება, ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს, მიაჩნიათ იმუნიზაციის საბჭოში.
Print