ახალი ამბები
„ფაიზერის“ დამატებითი 168 ათასი დოზა საქართველოშია
FaceBook
„ფაიზერის" დამატებითი დოზები უკვე საქართველოშია. 

,,ფაიზერის'' 168 ათასი დოზა სახელმწიფომ შეიძინა.

მოქალაქეებს ,,ფაიზერით'' იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის მქონე პირებს შეუძლიათ. ჯავშნის მიღება შესაძლებელია მათთვისაც, ვინც კორონავირუსი რეგისტრაციამდე 30 დღით ადრე გადაიტანა.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი: ფაიზერი,სინოფარმი,სინოვაკი და ასტრაზენეკაა.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 419 534-ს.
Print