ახალი ამბები
საქართველოში დღიურად 16618 ადამიანი აიცრა
FaceBook
31 ივლისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 481 591 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 157 754 ადამიანი.

დღიურად აცრილია - 16618.

ამ ეტაპზე საქართველოში ოთხი ვაქცინაა ხელმისაწდომი ასტრაზენეკა, სინოფარმი და სინოვაკი.

აშშ-მ ფაიზერის ვაქცინის 500 ათასი დოზა გადასცა საქართველოს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
დღეს არის შესაძლებლობა, რომ "ფაიზერით" ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში,
არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.

მისივე თქმით, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა "ფაიზერით" ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge -ს ან დარეკეთ ნომერზე 1522.
Print