ახალი ამბები
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან"
FaceBook
ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ხარისხიანი განათლების განვითარებას და მიწოდებას ჩვენი მოქალაქეებისთვის,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების განვითარების ათწლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის უპრეცედენტო პროექტის იდეა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან, ევროპულ განათლებას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ერთის მხრივ გამოწვევა იყო განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ახლა პრიორიტეტულია ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

„ამ მიზნით, ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა. მან და მისმა გუნდმა ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში განათლება და მეცნიერება, ზოგადად როგორ უნდა ავწიოთ დონე, იმისთვის, რომ მაგალითად, ჩვენი მოქალაქეები, ადგილზე იღებდნენ ხარისხიან განათლებას, როგორც სკოლამდელ, ასევე სკოლასა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებლებში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, რომელსაც ჩაეყარა საფუძველი. ეს არის უპრეცედენტო პროექტი და იდეა სწორედ ამაში მდგომარეობს. მოგეხსენებათ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პარტნიორი. განათლების დონე და ხარისხი უკვე არის შესაბამისობაში ევროპულ განათლებასთან და ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა 2016 წელს დაანონსდა. დაპირების მიხედვით, სასწავლებელი 60 000 სტუდენტზე იქნებოდა გათვლილი. უნივერისტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წელს უნდა მიეღო. მოგვიანებით, სამშენებლო პროცესის ვადამ 2020 წლისთვის გადაიწია, პირველივე სასწავლო წელს კი უნივერსიტეტმა მხოლოდ 246 სტუდენტის მიღება შეძლო.




Print