ახალი ამბები
სამი სპექტაკლი „პირველ ქალებზე“
FaceBook
30 ივლისს ქუთაისში, ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში სპექტაკლი "მაღალი და დაბალი ქვაბები და ცაში გაფრენა" გაიმართება.

იგი პირველ ქართველ მფრინავ ქალს - რუსუდან ჟორდანიას ეძღვნება.

სპექტაკლი დაიდგმება მაია სარიშვილის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე.

პროექტის ფარგლებში - "კუტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში" კიდევ ორი სპექტაკლი დაიდგმება დავით ტურაშვილის „მედეა“ და დიანა ანფიმიადის „ზღაპარი კალიგრაფ ქალზე“.

პროექტი ხორციელდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით.

სპექტაკლი  5 საათზე, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება რეგულაციების ყველასავალდებულო წესის სათანადოდ დაცვით.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, 2018 წელს გამოიცა. კრებულში შესულია 12 თანამედროვე ქართველი მწერლის მიერ შექმნილი 21 ზღაპარი იმ ქალებზე, რომლებმაც საქართველოს ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

Print