ახალი ამბები
ქუთაისის კოვიდკლინიკებში საწოლფონდების მობილიზება ხდება
FaceBook
იმერეთში კორონავირუსის დადასტურებული რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. 
შესაბამისად, ქალაქში მოქმედი  კოვიდკლინიკები საწოლფონდებსაც ზრდიან.

ქუთაისში ამ ეტაპზე ექვსი კოვიდკლინიკაა, რომელიც კოვიდდადებით პაციენტებს მკურნალობს.  ერთ-ერთია ,,ლჯ და კომპანია'', სადაც ამ დროსთვის 103 პაციენტი ჰყავთ და დამატებით კიდევ 105 პაცინტის მიღება შეუძლია. 

ასევე,  135 ადგილია თავისუფალი ჩხობაძის კლინიკაში, სადაც ამ დროისთვის 98 კოვიდადებითი პაციენტი ჰყავთ.  კლინიკის ხელმძღვანელი გოგიტა ბაბუნაშვილი ამბობს, რომ დამატებით საწოლფონდზე კიდევ მიდის მობილიზება. 

საერთო ჯამში, ქუთაისის კოვიდკლინიკებში 650-მდე საწოლფონდია მობილიზებული.

დღეს იმერეთში კორონავირუსის 273 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print