ახალი ამბები
"სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ, ვიწყებ კონსულტაციებს'' - შარლ მიშელი
FaceBook
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ყველა  საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს  ხალხის ინტერესები დააყენოს წინ და მხარეებმა შეასრულონ შეთანხმება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ის იწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ აქტორებთან. მისი განმარტებით,  სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც კონსულტაციების ნაწილი იყო.

"მე ყურადღებას ვამახვილებ  "ქართული ოცნების" 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას. ეს შეთანხმება არის შესაძლებლობა ქართველი ხალხის სასიკეთოდ ევროპული გზის, დემოკრატიის გაძლიერებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის.

ასევე, ყურადღებას ვამახვილებ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამ შეთანხმებაზე ხელის არ მოწერაზე. კვლავ ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეთანხმება არის საუკეთესო გზა რეფორმების განხორციელებისთვის, რომელიც გააძლიერებს საქართელოში დემოკრატიულ ინსტიტუტებს და დაეხმარება ქვეყანას აყვავებაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და განვითარებაში, იმ ყველაფერში, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია.

მე ვერ ვხედავ სხვა ალტერნატივას, გარდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების გაგრძელების და თავისუფალი, სამართლიანი ადგილობრივი არჩევნების ჩატარებისა.მოვუწოდებ ყველა პარტიას, რომ პირველ რიგში დააყენონ ხალხის ინტერესები და უერთგულონ საქართველოს პოლიტიკურ დისკურსს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ჩარჩოში", – ნათქვამია შარლ მიშელის განცხადებაში.

"ქართულმა ოცნებამ"  28 ივლისს პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომების შემდეგ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულია.

სწორედ, ამ შეთანხმების შედეგად შევიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში. 

Print