ახალი ამბები
იქნება ლაბორატორია, სადაც სპორტსმენებს გენეტიკურ კვლევებს ჩაუტარებენ - თეა წულუკიანი
FaceBook
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულკუკიანმა ათწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია წარმოადგინა.

გეგმის ფარგლებში იმ სამედიცინო დაწესებულებების დაფუძნებაზეც ილაპარაკა, რომელიც სპორტსმენებს მოემსახურება.


„სპორტული მედიცინა უნდა ვაქციოთ პრიორიტეტად...საქართევლოში უნდა ფუნქციონირებდეს სულ მცირე სამი სპეციალური ტექნოლიებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება. რომელიც უზრუნველყოფს სპორტმენების ტრავმის შემდგომ სწრაფ და სრულყოფილ რეაბილიტაციას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან ერთად წულუკიანმა გენეტიკურ კვლევებზეც ისაუბრა 

„სამედიცინო ცენტრების ბაზაზე ათი წლის თავზე ფუნქციონირებს ის რაც არ გვაქვს ქვეყაანაში თანამედროვე ტექნოლოგიეებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდა სპორტსმენებს ე წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლის და სხვა გენეტიკური ანალიზის ჩატარების, რათა მათ სწორად დაგეგმონ წარმატებული კარიერა და მაგალითად ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს რომ კარგი კალათბურთელი გამოვა“, - თქვა წულუკიანმა.

ათწლიანი გეგმის თანახმად, სამინისტროს სურს, რომ გაიზარდოს  რეგულარულ ფიზიკურ აქტივობებში ჩართული პირებისა  და სპორტსმენთა რაოდენობაც 


Print