ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ დღეს მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს
FaceBook
„ქართულ ოცნებაში“ დღეს პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება.
მმართველი პარტია ქვეყნის მასშტაბით წარსადგენ მერობის კანდიდატებზე იმსჯელებს.

კერძოდ, 12:00 საათზე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დაიწყება, 13:00 საათზე კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

მმართველმა გუნდმა უკვე წარადგინა თბილისში მერობის კანდიდატი, რომელიც მოქმედი მერი კახი კალაძეა.
Print