ახალი ამბები
მაგისტრთა და მასწავლებელთა გამოცდაზე 59 პირი კოვიდ-19 გამო არ გამოცხადდა
FaceBook
დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა, მათ შორის 42 მაგისტრობის მსურველი, 12 კი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მსურველია.
ამის შესახებ შეფასებისა დ აგამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

სოფიო გორგოძის თქმით, კოვიდ 19-ის გამო საგამოცდო პროცესს დროებით გამოთიშული აპლიკანტებისთვის დამატებითი სესია დაინიშნება.

"დღეს დილიდან საგამოცდო პროცესი მაგისტრობის მსურველების ტესტირებით დაიწყო. შუადღის სესიაზე ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტირება. გარდა ამისა, დღეს გაიმართება დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის ისტორიაში. მაგისტრობის კანდიდატის ოდენობა 12 800-ია. საერთო სამაგისტრო გამოცდა 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება. ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც, მაგისტრებიც და სპეციალური მასწავლებლების შემთხვევაშიც იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კოვიდ 19 და ამის გამო არ გამოცხადდნენ გამოცდაზე, დაინიშნება დამატებითი სესია. დღეს ასეთია 59 პირი, მათ შორის, 42 მაგისტრობის, 17 სპეციალური მასწავლებლობის მსურველი," - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისი თქმით ნაშრომების გასწორების პროცესი, გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს იმ სესიებისთვის, რომელიც დამთავრდა.

"ორი გამსწორებელი ასწორებს თითოეულ ნაშრომს. იმ შემთხვევაში, თუ შეფასებაში იქნება განსხვავება, პროცესში მესამე გამსწორებელი ერთვება. თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კოვიდ 19-ის გამო ეთიშება პროცესს, მიუხედავად ამისა ვაგრძელებთ ამ პროცესს და ყველა იმ წესს ვიცავთ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა. ამიტომ არცერთი საგამოცდო ცენტრი ინფექციის გავრცელების წყარო არ არის", - განაცხადა გორგოძემ.
Print
თეგები: #გამოცდები