ახალი ამბები
დღეს მესხიშვილის თეატრში "ქუთაისის ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენი კონკურსი ტარდება
FaceBook
კონკურსი 15:00 საათზე ჩატარდება.


დღეს, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში "ქუთაისის ეტალონი მოსწავლის" გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსი ტარდება. კონკურსი 15:00 საათზე ჩატარდება.

ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების მიერ წარმოდგენილი 40 მოსწავლიდან ერთი გამარჯვებული, 2016 წლის 21 მაისს,  თბილისში, "საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი - ეტალონი 2016"-ის ფინალურ თამაშში მიიღებს მონაწილეობას, სადაც გამოვლინდება "საქართველოს 2015-2016 სასწავლო წლის ეტალონი მოსწავლე".

პროექტი ხორციელდება "ეტალონის" წარმატებულად აპრობირებული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სისტემური მეთოდით - "ეტალონი".

მეთოდი ძირითადად აგებულია: თამაშ-თამაშით ახალგაზრდების სწავლა-განათლებით დაინტერესებაზე; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე; კულტურული და შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობაზე; პოზიტიური განწყობის შექმნაზე.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდების სწავლა-განათლებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით უფრო მეტად, კრეატიულად და თამაშ-თამაშით დაინტერესება-მოტივირება; სახელმწიფოს მხრიდან განათლებული და ჯანსაღი ახალგაზრდების მიმართ პერმანენტული და მიზანმიმართული მხარდაჭერა.
Print