ახალი ამბები
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას ვეღარ შეძლებენ
FaceBook
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთის ტერიტორიაზე შესვლას ვეღარ შეძლებენ. მიზეზი საქართველოში გართულებული ეპიდსიტუაციაა.
როგორც ბულგარეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შესაბამისი ბრძანება ბულგარეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 2021 წლის 24 ივლისს გამოსცა.

"ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
Print