ახალი ამბები
"ფაიზერის" პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
"ფაიზერის" პირველი დოზით აცრაზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყო.

12:15 საათისთვის 139 ათასზე ნაკლები დოზაა დარჩენილი.

"ფაიზერზე" რეგისტრაცია 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, უშუალოდ აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება.

რეგისტრაციისთვის მოქალაქეებმა უნდა გამოიყენონ პორტალი booking.moh.gov.ge ან დარეკონ ცხელ ხაზზე 1522.


"ფაიზერის" 500 000 დოზა თბილისში პარასკევს ღამით ჩამოვიდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გამოყოფილი დოზები.
Print