ახალი ამბები
27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
FaceBook
27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შეასხებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსი იქნება.

„27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 24 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 25 და 26 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print