ახალი ამბები
ფაიზერის მეორე დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია
FaceBook
მოქალაქეებს „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია უკვე შეუძლიათ.
პორტალი დღეს, პირველის ნახევარზე გაიხსნა.

პორტალის მიერ ნაჩვენები ციფრების მიხედვით  ქვეყანაში 147 478 ფაიზერის ვაქცინაა დარჩენილი.

ფაიზერის  ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.

ფაიზერმა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია "ბიონტექთან" ერთად შექმნა.

ფაიზერის ვაქცინის გაკეთება 37 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

ფაიზერის გარდა მოქალაქეებს შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ სხვა ვაქცინაზეც დარეგისტრირება: ასტრაზენეკა რომელიც დარჩენილია 948 დოზა, სონოფარმი 143 026, ხოლო სონიოვაკი 103 119.

ფაიზერის 28 000 დოზა ვაქცინა 14 ივლისს შემოვიდა ქვეყენაში. ნახევარი მილიონი დოზა კი 24 ივლისს შემოვა.


Print