ახალი ამბები
კორონავირუსგადატანილმა პირებმა, შესაძლოა, ერთჯერადად აიცრან
FaceBook
კორონავირუსგადატანილი პირებისთვის, შესაძლოა, ერთჯერადად აცრა საკმარისი იყოს.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ კორონავირუსით ინფიცირებიდან ვაქცინის გაკეთებამდე 120- დღიანი ვადა 30 დღემდე შემცირდება. ამირან გამყრელიძის თქმით, ამასთან დაკავშირებით,  მინისტრის ბრძანებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწერება.

"სხვადასხვა ქვეყანაში არის სხვადასხვა ვადა. გახანგრძლივებული ვადა იყო ვაქცინის დეფიციტის გამო. იცით, რომ გაზაფხულზე ჩვენ გარკვეულად ვაქცინის უკმარობა გვქონდა ქვეყნაში, ანუ მოთხოვნილება ჭარბობდა მიწოდებას. ამიტომ, ამ დროს ჯობს ერთი აცრით მაინც აცრა ადამიანები, რაც შეიძლება მეტი და შეიძლება მეორე არც გაიმეორო. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში თუ ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს, ერთჯერ აცრა საკმარისია" - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რადგან ახლა ვაქცინების დეფიციტი ქვეყანაში არ გვაქვს, ამიტომ ჯობს ადამიანები აიცრან 30 დღეზე.
Print