ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრი 160 - ე თეატრალურ სეზონს ხურავს
FaceBook
22 ივლისს მესხიშვილის თეატრი 160 - ე თეატრალურ სეზონს ხურავს.

თეატრი სეზონს სპექტაკლით  „კუ +კოკონა'' დახურავს.  დადგმა ეკუთვნის რეჟისორებს: კოტე აბაშიძესა და ლევან სვანაძეს. სპექტაკლი ეჟენ იონესკოს პიესის ,, ორთა ბოდვა'' მიხედვით განახორციელებული.

სპექტაკლში მსახიობები მარიკა სამანიშვილი და თენგიზ ჯავახაძე მონაწილეობენ.

დასაწყისი - 19:00 საათზე.

პანდემიის გამო ერთწლიანი პაუზის შემდეგ მესხიშვილის თეატრმა დარბაზში სპექტაკლების ჩვენება მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. წარმოადგინა 5 პრემიერა. 
Print