ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ფრენებს ახალი ავიაკომპანია იწყებს
FaceBook
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისებს კიდევ ერთი კომპანია შეასრულებს.
აეროპორტის ინფორმაციით, ოპერირებას იწყებს ბელორუსული ავიაკომპანია "ბელავია".

ფრენები მინსკი - ქუთაისი - მინსკის მიმართულებით,  4 აგვისტოდან დაიწყება და კვირაში ორჯერ შესრულდება.

რეისზე ცალხმრივი ბილეთის მინიმალური ღირებულება 85 ევროა, ხოლო ორმხრივის  - 169 ევრო. მგზავრობის დრო  3 საათია. კომპანიის თვითმფრინავს აქვს  64 ეკონომ და 12 ბიზნეს კლასის ადგილი.
Print