ახალი ამბები
სპექტაკლი პირველ ქართველ მფრინავ ქალზე
FaceBook
"მაღალი და დაბალი ქვაბები და ცაში გაფრენა“,  - ესაა სპექტაკლის სახელწოდება, რომელიც 30 ივლისს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ამფითეატრში დაიდგმება. 

სპექტაკლი მწერალ მაია სარიშვილის ნაწარმოების მიხედვითაა და ქუთაისში პირველად იდგმება.

დადგმა პირველ ქართველ მფრინავ ქალს, რუსუდან ჟორდანიას ეძღვნება. დამდგმელი რეჟისორი მაგდა ჩიხლაძეა.

„მაყურებელთა შორის ველით გოგონებს, რომლებსაც დიდი წარმატებისთვის, შესაძლოა სწორედ ამ სპექტაკლით გამოწვეული ემოციური ბიძგი სჭირდებოდეთ“, - აღნიშნავენ პროექტის ავტორები.

„ცაში გაფრენა“ ერთ-ერთია სპექტაკლების სერიიდან, რომელიც პროექტის ფარგლებში - "კუტურული ინდუსტრიის იდეოლოგიური გადააზრება ფემინისტურ ჭრილში" დაიდგმება.

პროექტი ხორციელდება ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ, ქალთა ფონდის მხარდაჭერით.

სპექტაკლი  17 საათზე გაიმართება. 

პროექტის ავტორები აზუსტებენ, რომ ღონისძიება გაიმართება მთავრობის რეგულაციების ყველა წესის სათანადოდ დაცვით.

Print