ახალი ამბები
სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარება იქნება საჭირო
FaceBook
სემინარებსა და ტრენინგებზე დასასწრებად ე.წ. სწრაფი ტესტის ჩატარებაც საკმარისი იქნება.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, "ეს კეთდება იმისათვის, რომ ტრენინგები და სემინარები გაგრძელდეს".

"სწრაფი ტესტებიც დაშვებულია. ტურიზმის ადმინისტრაციას სექტორთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს. შეიძლება რაღაცა დაზუსტებას საჭიროებდეს, იმიტომ, რომ იცით, რომ უწყებათაშორისი საბჭო ისეთ ვითარებაში ვიღებთ გადაწყვეტილებას, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კომუნიკაცია იყოს სრული. ეს არის ძალიან კარგი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ტრენინგები და სემინარები არ დაიკეტოს, არ აიკრძალოს და გაგრძელდეს, მაგრამ იყოს აბსოლუტურად უსაფრთხო. ჩვენ გავითვალისწინეთ ინდუსტრიის მოთხოვნა და სწრაფ ტესტებზეც არის საუბარი, არამარტო "პისიარზე". ეს უფრო მარტივს ხდის ამ რეგულაციის შესრულებას", - განაცხადა თურნავამ.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Print