ახალი ამბები
აბიტურიენტები, რომლებსაც კოვიდი დაუდასტურდათ გამოცდის ჩაბარებას 21 შეძლებენ
FaceBook
ის აბიტურიენტები, რომლებსაც ერთიანი ეროვნული გამოცდის დროს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ხვალ გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.
სესია სამ საგანში გაიმართება.

ქართული ენა და ლიტერატურა - 21 ივლისი (II სესია);

მათემატიკა - 23 ივლისი (II სესია);

უცხოური ენა - 25 ივლისი (II სესია).

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდება.

ქუთაისში, სულ სამი საგამოცდო (N1, N23 და N41 სკოლებში) ცენტრია, სადაც ამ დროისთვის გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.

აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე პირბადის ტარება.

კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

აბიტურიენტებისთვის მოეწყო სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველაზე კარგი გამოცხადება იყო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ყველაზე ნაკლები არასავალდებულო გამოცდაზე. რაც შეეხება გამოცდიდან მოხსნის შემთხვევას, ასეთი იყო მხოლოდ ორი ფაქტი.


Print