ახალი ამბები
„ერთად ლექსოსთვის და თავისუფლებისთვის“ - საპროტესტო აქცია თბილისში
FaceBook
თბილისში მედიასაშუალებების ორგანიზებით, მორიგი აქცია შაბათს, 17 ივლისს გაიმართება.

„ერთად ლექსოსთვის და თავისუფლებისთვის“ - ეს არის აქციის მთავარი გზავნილი.

ამასთან ერთად აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა იქნება.

აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთოვნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ხელისუფლების წახალისებითა და საპატრიარქოს ორგანიზებით ჟურნალისტებს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.

ტვ "პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. მანამდე, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების 20-ზე მეტმა წარმომადგენელმა მასზე იმ დროს იძალადა, როდესაც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.


Print