ახალი ამბები
"ყოველ შაბათ-კვირას შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა" -  ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანა გაგრძელდება.
მისი თქმით, ყოველი კვირის ბოლოს შემოვა "ფაიზერის" ვაქცინა, ჯამში ერთი მილიონი დოზა.

"ბოლო დღეების განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს. ამ სიტუაციაში, მთავრი გამოსავალი არის ვაქცინაცია. იქამდე, იყო პრობლემა, რომ ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არ იყო. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინები ჩამოგვეტანა. მილიონი ვაქცინაა ადგილზე. ერთი მილიონი დოზა "ფაიზერის" მოწოდება უკვე დაიწყო და ყოველ შაბათ-კვირას, ჩვენ შემოგვივა "ფაიზერის" ვაქცინები. ასევე, აღსანიშნავია მილიონი "სინოფარმი" და "სინოვაკი", რომლებიც ტრადიციულად დამზადებული ვაქცინებია და ავტორიზებულია ჯანმო-ს მიერ. "ფაიზერს" რაც შეეხება, მილიონია შემოტანილი და ნახევარი მილიონის ჩუქება აქვს გადაწყვეტილი ამერიკის მთავრობას. მას რამდენიმე კვირაში მივიღებთ და კიდევ ერთი მილიონი "სინოფარმი" და "სინოვაკი" შემოვა საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 386 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 363 318, გარდაიცვალა 5 538 პაციენტი.
Print
თეგები: #ვაქცინა