ახალი ამბები
ქუთაისის მერია საახალწლოდ ბავშვებს ტკბილეულს დაურიგებს
FaceBook
12 000 ლარის ღირებულების ტენდერში წინანადადების მიღება 27 ნოემბ
რს დაიწყებ და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.


ქუთაისის მერია საახალწლოდ ბავშვებისთვის საახალწლო ნობათების დარიგებას გეგმავს, რის გამოც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 20 ნოემბერს გამოაცხადა.

12 000 ლარის ღირებულების ტენდერში წინანადადების მიღება 27 ნოემბერს დაიწყება და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

კარამელის კანფეტი, შოკოლადის კანფეტი, ორცხობილა, მარმელადი - სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ეს ტკბილეულობა უნდა იყოს ბავშვებისთვის გათვალიწინებულ 200 ცალ საახალწლო ნობათში.

ტენდერში გამარჯვეულმა ორგანიზაციამ ნობათების შეძენა და მერიისთვის მიწოდება 29 დეკემბრამდე უნდა უზრუველყოს.
Print