ახალი ამბები
აბიტურიენტებს, რომლებსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა დამატებითი სესია ჩაუტარდებათ
FaceBook
იმ აბიტურიენტებს ვისაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კოვიდ 19 დაუდასტურდათ და საგამოცდო სესიაზე დასრება ვერ მოახერხეს მათთვის განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია.
სესია სამ საგანში გაიმართება.

ქართული ენა და ლიტერატურა - 21 ივლისი (II სესია);

მათემატიკა - 23 ივლისი (II სესია);

უცხოური ენა - 25 ივლისი (II სესია). 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდება.

ქუთაისში, სულ სამი საგამოცდო (N1, N23 და N41 სკოლებში) ცენტრია, სადაც ამ დროისთვის გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

წელს ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია მოწყობილი. გამოცდებს ჯამში 83 600 პირი აბარებს, მათ შორის 39 ათასამდე აბიტურიენტია.

აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდაზე პირბადის ტარება.

კონდიციონერები ჩაირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.

აბიტურიენტებისთვის მოეწყო სპეციალურ სივრცეები იმ პირებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა.


Print