ახალი ამბები
საქართველოში სრულად 123 848 ადამიანია ვაქცინირებული
FaceBook
15  ივლისის მონაცემებით საქართველოში ჯამურად ჩატარდა 324 802 აცრა.
სრულად ვაქცინირებულია 123 848 ადამიანი.

დღიურად აცრილია - 6488.

ფაიზერის 28 000 დოზა ვაქცინა საქართველოში  14 ივლისს შემოვიდა, ვაქცინაზე რეგისტრაცია 15:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პორტალი არ ჩაირთო.მოგვიანებით ჯანბდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ საიტი მაღალი მომართვიანობის გამო გაითიშა.

საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, "ფაიზერით" კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ "სინოფარმის" ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, "სინოვაკით" იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.


Print
თეგები: #ვაქცინა