ახალი ამბები
ქუთაისის მერია 10 000 ლარიან ვიდეოკამერას ყიდულობს
FaceBook
ქუთაისის მერია 10 000 ლარის ღირებულების ვიდეოკამერების შეძენას გეგმავს.
ვიდეოკამერის შესაძენად ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული ელექტრონული ტენდერი დღეს გამოაცხადა, სადაც წინანდადების მიღება ორ დღეში დაიწყება და 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.

სატენდერი პირობების მიხედვით, ვიდეკომერას უნდა ქონდეს: მაღალი რეზოლუციის ვიდეო Full HD 1080p.  მაქსიმალური ვიდეო გაფართოება: 1920x1080.  ფართოფორმატიანი ვიდეო რეჟიმი;   Matrix ტიპის CMOS.  მატრიცების რაოდენობა: 3.  The Matrix: არანაკლებ 2.41 მეგაპიქსელი. ფიზიკური ზომა matrix: არანაკლებ 1.3 ". ზუმ ობიექტივი;  ფოკუსური დაშორება: არანაკლებ 4.1 - 82 მმ.  ოპტიკური ზუმი: არანაკლებ 20x.  კადრების სიჩქარის რაოდენობა: არანაკლებ 1/10000 - 1/3 s. დიაფრაგმა: მინიმუმ F1.6. ფილტრის დიამეტრი: არანაკლებ 72 მმ. მექანიკური ფოკუსი;  გამოსახულების სტაბილიზატორი;  ეკრანის ზომა: არანაკლებ 3.5 ", 921,000 პიქსელი.  თეთრი ბალანსი;  ჩაწერის ფორმატები: 576i, 720p, 1080i, 1080p.

10 ათას ლარზე გამოცხადებული ტენდერით ვიდეოკამერასთან ერთად უნდა შეისყოდონ ორი ცალი მეხსიერების ბარათი (32 GB) და ერთი ცალი სათადარიგო კვების წყარო. 


Print